Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება რთულდება


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 თებერვალს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ბრძოლას სულ უფრო მეტ ძალას ახმარს და ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება.

"ოკუპანტი მეტ და მეტ ძალას ახმარს ჩვენი თავდაცვის გატეხას", - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში და დასძინა, რომ ვითარება "ძალიან რთულია" ბახმუტის, ლიმანის და სხვა არეალებში.

პარალელურად, ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში ქვესადგურზე მომხდარი მასშტაბური ავარიის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა საბაზისო ინფრასტრუქტურას.

"ენერგიის მიწოდება აღუდგა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ამდენად, ქალაქს ექნება წყალი და გათბობა", - წერს ჰალუშჩენკო ფეისბუკზე და დასძენს, რომ ელექტროენერგია უკვე მიეწოდება მომხმარებელთა მესამედს.

მანამდე რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ მარჩენკო აცხადებდა, რომ მაღალი ძაბვის ქვესადგურზე მომხდარი "სერიოზული ავარიის" გამო ოდესაში ნახევარი მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მარჩენკო ადასტურებს ცნობებს, რომ ავარია მოხდა ობიექტზე, რომელიც აქამდე რუსეთის მხრიდან თავდასხმების სამიზნე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG