Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ოპოზიციონერი, მუსავი, გამოდის თავისუფალი რეფერენდუმის და ახალი კონსტიტუციის მოწოდებებით


შინაპატიმრობაში მყოფი ირანელი ოპოზიციონერები მირ ჰოსეინ მუსავი და მისი ცოლი ზაჰრა რაჰნავარდი
შინაპატიმრობაში მყოფი ირანელი ოპოზიციონერები მირ ჰოსეინ მუსავი და მისი ცოლი ზაჰრა რაჰნავარდი

ირანის ოპოზიციონერი ფიგურა, ექსპრემიერი მირ ჰოსეინ მუსავი მოუწოდებს, ქვეყანაში გაიმართოს თავისუფალი რეფერენდუმი და შეიქმნას ახალი კონსტიტუცია.

მუსავი, რომელიც 2011 წლიდან შინაპატიმრობაშია, ამ მოწოდებებით გამოვიდა 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ამბობს, რომ ირანელებს სურთ ძირეული ცვლილებები დაფუძნებული ლოზუნგზე: "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება". ეს იყო მთავარი ლოზუნგი ირანში ბოლო პერიოდში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებზე.

მუსავის თქმით, ეს სამი სიტყვა არის "მარცვალი ნათელი მომავლისა, რომელიც თავისუფალი იქნება ჩაგვრისგან, სიღარიბისგან, დამცირებისგან და დისკრიმინაციისგან".

მუსავი, მისი ცოლი, უნივერსიტეტის პროფესორი ზაჰრა რაჰნავარდი და რეფორმატორი სასულიერო პირი მეჰდი ქარუბი 2011 წლის თებერვალში მოათავსეს შინაპატიმრობაში, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისთან საჯარო დაპირისპირებისთვის 2009 წლის კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების და ადამიანის უფლებების დარღვევის თემატიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG