Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი მზადაა, მშვიდობისთვის შეხვდეს პუტინსა და ზელენსკის


პაპი ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, ომის დასრულების განხილვის მიზნით ღიაა შეხვედრისთვის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პაპმა ეს კვირას, 5 თებერვალს, უთხრა გამოცემა Corriere della Sera-ს.

მანამდე ფრანცისკემ ბევრჯერ გამოთქვა მზაობა, იტვირთოს შუამავლის ფუნქცია მოლაპარაკებებში მოსკოვსა და კიევს შორის, ისევე როგორც - იმედი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება.

ფრანცისკე უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის, პუტინთან ზარის ნაცვლად კი პირადად მოინახულა რუსეთის ელჩი, რათა მისთვის გადაეცა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თხოვნა. ამის შემდეგ მან პუტინს გადასცა, რომ მზად იყო მასთან შესახვედრად მოსკოვში ჩასულიყო, თუმცა რუსეთმა პაპის ეს თხოვნა უგულებელყო.

როგორც ფრანცისკე მოგვიანებით განმარტავდა, ის კიევში არ ჩავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჰქონდა საშუალება მოსკოვშიც განეხორციელებინა მსგავსი ვიზიტი.

16 მარტს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილესა და პაპს შორის. ფრანცისკეს თქმით, კირილე მას ქაღალდიდან დიდხანს უკითხავდა მონაცემებს გეოპოლიტიკის და ნატოს რაკეტების შესახებ. პაპმა მას ურჩია გაეხსენებინა, რომ ის არაა ჩინოვნიკი და "საკურთხევლიდან პუტინის მსახური" და რომ მან უნდა ისაუბროს ღვთის მსახურისთვის შესაფერის ენაზე.

იეზუიტური გამოცემა America-სთვის მიცემულ ინტერვიუში პაპმა უპასუხა ბრალდებებს, რომ პირდაპირი ტექსტით არ ასახელებს ომში დამნაშავეებს და შემოიფარგლება ორივე მხარისთვის გაგზავნილი მოწოდებებით მშვიდობისკენ. ფრანცისკეს თქმით, უკრაინის ომზე ლაპარაკისას იგი იმიტომ არ ახსენებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ მისი როლი "ისედაც ცნობილია".

"ჩემი პოზიცია ყველამ იცის, პუტინითაც და მის გარეშეც", - თქვა ფრანცისკემ. "მიუღებელი შეიარაღებული აგრესია და მკვლელობები უნდა შეწყდეს", - დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG