Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: მოსკოვი და თეირანი ამუშავებენ რუსეთში ირანული კონსტრუქციის დრონების საწარმოს გახსნის გეგმას


კიევში 1 იანვარს ჩამოგდებული ირანული წარმოების, Shahed-ის ტიპის დრონი
კიევში 1 იანვარს ჩამოგდებული ირანული წარმოების, Shahed-ის ტიპის დრონი

რუსეთი და ირანი ამუშავებენ გეგმას, რომლითაც რუსეთში უნდა გაიხსნას ირანული კონსტრუქციის 6000-მდე იმ ტიპის დრონის მწარმოებელი ქარხანა, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში ომში იყენებს. ამის შესახებ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი.

გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ მოსკოვს და თეირანს სურთ უფრო სწრაფი დრონების გამოშვება იმისთვის, რათა უფრო მეტად გაეწიოს წინააღმდეგობა უკრაინის საჰაერო თავდაცვას.

ვაშინტონი გასულ თვეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი და თეირანი მსჯელობდნენ რუსეთში დრონების საწარმოს გახსნაზე.

XS
SM
MD
LG