Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საბანკო ასოციაცია" მოქალაქეებს აფრთხილებს რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე


ფოტოილუსტრაცია: "საბანკო ასოციაცია" მოქალაქეებს აფრთხილებს რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე
ფოტოილუსტრაცია: "საბანკო ასოციაცია" მოქალაქეებს აფრთხილებს რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე

"საქართველოს საბანკო ასოციაცია" რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე აფრთხილებს მოქალაქეებს. ასოციაცია საქართველოში ლიცენზირებული ბანკების სახელით აცხადებს, რომ ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაძლოა, კონკრეტული პირის ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

"ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება", - აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე ცნობით, მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

"ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოუწოდებს მომხმარებლებს გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან", - წერია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG