Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლის ყოფილ გუბერნატორს მოუხსნეს ევროკავშირის სანქციები


დმიტრი ოვსიანიკოვი. 2019 წლის 4 ივლისი.
დმიტრი ოვსიანიკოვი. 2019 წლის 4 ივლისი.

ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი გუბერნატორი დმიტრი ოვსიანიკოვი ამოიღეს ევროკავშირის სანქციების სიიდან. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის საიტი იტყობინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს გაკეთდა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2022 წლის ოქტომბერში სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდეს ევროკავშირის გადაწყვეტილება ყოფილი მოხელის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაგრძელების შესახებ. სასამართლო ამას იმით ამართლებდა, რომ ოვსიანიკოვს აღარ უკავია თანამდებობები, რომლებში მუშაობისთვისაც მოხვდა ის სანქციების სიაში.

ოვსიანიკოვმა 2020 წლის ნოემბერში შეიტანა სარჩელი: ყოფილი ჩინოვნიკი აცხადებდა, რომ „ეკონომიკური ზარალი ადგება სანქციების გამო, რომლებიც მას საშუალებას არ აძლევს, განახორციელოს ნებისმიერი ეკონომიკური ან სამეწარმეო საქმიანობა“ ევროკავშირში. ოვსიანიკოვი ამტკიცებდა, რომ სანქციები ხელს უშლიდა მის ბიზნესს კვიპროსზე, იტყობინება კრიმ.რეალიის რედაქცია.

ევროკავშირმა ოვსიანიკოვი 2017 წელს შეიყვანა სანქციების სიაში. 2019 წელს ის გადადგა რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის ხელმძღვანელის პოსტიდან და დაიკავა რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2022 წლის აპრილში ოვსიანიკოვმა სკანდალი მოაწყო იჟევსკის აეროპორტში. ჩინოვნიკი დააკავეს და მასზე ოქმი შეადგინეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. ამის შემდეგ ოვსიანიკოვი გარიცხეს პარტია „ედინაია როსიიდან“, მოგვიანებით კი მინისტრის მოადგილის თანამდებობიდანაც დაითხოვეს.

XS
SM
MD
LG