Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 6000-ს და სირიაში 2500-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრის შედეგად დაღუპულის ცხედარი და სახლების ნანგრევები თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშში
მიწისძვრის შედეგად დაღუპულის ცხედარი და სახლების ნანგრევები თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშში

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს, 8 თებერვალს დილით განახლებული მონაცემებით, ორი დღის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 6 234 ადამიანი. დაშავებულია - 37 011.

სტიქიური უბედურების ზონაში მესამე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია 79 110 თურქი და უცხოელი მაშველი. ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო იკლებს.

დღეიდან ძალაშია პრეზიდენტ ერდოანის ბრძანება სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2530 ადამიანი. დაშავდა - 4 654.

მაშველები სირიის ქალაქ ალეპოში ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს
მაშველები სირიის ქალაქ ალეპოში ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

8 თებერვლის დილის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ თურქეთში დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG