Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში საბჭოთა გენერლის, ნიკოლაი ვატუტინის ძეგლი მოხსნეს


საბჭოთა გენერლის ნიკოლაი ვატუტინის ძეგლის დემონტაჟი. 9 თებერვალი, 2023 წელი
საბჭოთა გენერლის ნიკოლაი ვატუტინის ძეგლის დემონტაჟი. 9 თებერვალი, 2023 წელი

9 თებერვალს კიევში დაიწყეს საბჭოთა გენერლის, ნიკოლაი ვატუტინის ძეგლის დემონტაჟი. კომუნალურმა სამსახურმა ის ჩამოიღო კვარცხლბეკიდან, რომელზეც წარწერაა: "გენერალ ვატუტინს უკრაინელი ხალხისგან". ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, რადიო თავისუფლების უკრაინულის სამსახურის საიტზე.

ერთი დღით ადრე უკრაინის დედაქალაქში კვარცხლბეკიდან კიდევ ერთი ცნობილი საბჭოთა სამხედროს, მფრინავ ვალერი ჩკალოვის ძეგლი მოხსნეს. გენერალ ვატუტინის ძეგლი კიევის პარკში უშუალოდ მის საფლავზეა იდგა. 2010 წელს ძეგლმა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი ქალაქის ადმინისტრაციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავარი სამმართველოს ბრძანებით, წერს „უკრაინსკა პრავდა“.

2014 წლის ნოემბერში უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა ვატუტინი შეიყვანა უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, „ჰოლოდომორში“, ასევე პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილე პირთა სიაში. შემდგომში კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს კომისიამ კიევის ადმინისტრაციას ობიექტის დემონტაჟის და გადატანის რეკომენდაცია მისცა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ დაშალა ასობით ძეგლი და სახელები შეუცვალა ათასობით ქუჩას, რომლებიც ერთგვარად იყო დაკავშირებული სსრკ-თან.

შარშან თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის რამდენიმე ქალაქმა რუსეთის იმპერიულ წარსულთან დაკავშირებულ ქუჩებს სახელები შეუცვალა. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან დაკავშირებულ ძეგლებს ასევე ანადგურებენ ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი და ფინეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG