Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პოტს ტოვებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე


ნატალია გავრილიცა "კრიზისული მთავრობის" თავმჯდომარედ ითვლებოდა
ნატალია გავრილიცა "კრიზისული მთავრობის" თავმჯდომარედ ითვლებოდა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ, პარასკევს განაცხადა, რომ 18 თვიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომა, კონსტიტუციის თანახმად, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას იწვევს.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის თანახმად, გავრილიცა პოსტს ტოვებს ქვეყანაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული მზარდი ენერგეტიკული, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისის ფონზე.

ერთი საათით ადრე, ვიდრე გავრილიცა თავის გადადგომის შესახებ განაცხადებდა, მოლდოვის ტერიტორიას გადაუფრინა რუსეთის ფრთოსანმა რაკეტამ, რომელიც უკრაინაში მდებარე მიზნისკენ მიფრინავდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დღის განმავლობაში ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს მთავრობის მეთაურის გადადგომა და დაასახელოს პრემიერ-მინისტრის შემსრულებლის კანდიდატურა.

მოლდოვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნატალია გავრილიცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის აგვისტოს წარადგინა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომლის მიერ დაარსებული „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია 101-მანდატიან პარლამენტში, უმრავლესობას 63 მანდატს ფლობს და მომავალი მთავრობის შემადგენლობის დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში საჭირო ხმების მიღება არ გაუჭირდება.

XS
SM
MD
LG