Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მ ალასკაზე პატარა მანქანის ზომის მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო


აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი
აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი

თეთრმა სახლის განცხადებით, პარასკევს დილით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ჩამოაგდეს მფრინავი ობიექტი, რომელიც ალასკას თავზე, "მაღალ სიმაღლეზე" დაფრინავდა.

"თავდაცვის დეპარტამენტი ალასკის საჰაერო სივრცეში ობიექტს ბოლო 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ობიექტი 12 კილომეტრის სიმაღლეზე იყო და შესაძლოა, გამხდარიყო საფრთხე სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებისთვის.

„ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, ახლა ეს წყლები გაყინულია, მაგრამ ტერიტორიულ საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზეა", - აღნიშნა კირბიმ.

BBC იუწყება, რომ უცნობი საჰაერო სამიზნეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა F-22 Raptor-მა დაარტყა. ჩამოგდებული აპარატის ნამსხვრევები შეგროვდა და ჩაიტვირთა გემებზე, რომლებიც მიუახლოვდნენ ავარიის ადგილს „შემდეგი ლაბორატორიული კვლევისთვის“.

ობიექტის საკუთრება ჯერ არ სახელდება. კირბის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, ჩამოგდებული მანქანა ჩინეთს ეკუთვნოდა თუ სხვა მფლობელს.

მისივე თქმით, ობიექტი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ჩინური ჯაშუში-ბუშტი და მან ის პატარა ზომის მანქანას შეადარა.

"ჩვენ ამას ვუწოდებთ ობიექტს, რადგანაც ეს საუკეთესო აღწერაა, რომელიც ამჟამად გვაქვს. არ ვიცით, ვინ ფლობს მას - სახელმწიფო, კორპორაციული თუ კერძოა, უბრალოდ არ ვიცით", - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG