Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია: ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას


მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას შუამდგომლობით, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მას შესაძლებლობა მიეცეს პოლონეთში იმკურნალოს.

კლინიკა „ვივამედში“ მისულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება:

„სუსტდება ყოველდღე, ადგომა, წამოდგომა უჭირს ძალიან. ჭამაც უჭირს, ლაპარაკი უჭირს, ყველაფერი უჭირს“.

კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი გრძელდება: „განსაკუთრებული ცვლილება“ არ არის.

მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა მოითხოვა. სააკაშვილი წერილში წერდა: „ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის“.

სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, სააკაშვილის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ექიმებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაიგეგმება თუ არა სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი იმის მიხედვით, მიიჩნევენ თუ არა ისინი საჭიროდ მესამე პრეზიდენტის მონახულებას.

10 თებერვალს კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

XS
SM
MD
LG