პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გამორიცხა უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდება მოკავშირეებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, რადგან ამ საკითხზე კიევის მოკავშირეებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.
ასეთი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ნატოელი მოკავშირეების ერთად, უთხრა მან ბრიტანეთის მაუწყებელს, ბი-ბი-სის, ლონდონში თავის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. დუდამ თქვა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს ამერიკული წარმოების 50-ზე ნაკლები F-16 აქვთ, რაც პოლონეთისთვისაც ცოტაა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არაერთხელ, და ახლახან დასავლეთის ევროპის ქვეყნებში თავისი ვიზიტის დროს, მოუწოდა პარტნიორებს, მიაწონონ მას თანამედროვე გამანადგურებლები რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად, მაგრამ ჯერ-ჯერობით კონკრეტული დადებითი პასუხი არ მიუღია.