Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს


ანა რივინა
ანა რივინა

საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет დამფუძნებელ ანა რივინას. მან რუსულ გამოცემა Холод-ს უთხრა, რომ ერევნიდან ჩაფრინდა თბილისში, სადაც ბოლო თვეებია ცხოვრობს და დაახლოებით სამ საათს ელოდებოდა მესაზღვრეების გადაწყვეტილებას, თუმცა, საბოლოოდ საქართველოში არ შეუშვეს.

ანა რივინას ინფორმაციით, საქართველოში ჩასვლისას საზღვარზე ადრეც დიდხანს აყოვნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში უშვებდნენ. ამჟამად რივინა თბილისიდან დეპორტაციას ელოდება.

ანა რივინას მიერ დაფუძნებული კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. 2020 წელს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრი შეიტანა ჩამონათვალში იმ არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომლებიც “უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს, „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს თავად რივინაც, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე“, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროზე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ათი ათასობით მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. პერიოდულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. კანონით, ქართველ მესაზღვრეებს უფლება აქვთ უარის კონკრეტული მიზეზი არ განმარტონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG