Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 4 ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს


უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა და 85 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ზაპოროჟიეს ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 10 რაიონი, საჰაერო თავდაცვის 1 პოზიცია და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG