Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დოსიე": პუტინი სულ უფრო ხშირად მოგზაურობს დაჯავშნილი მატარებლით


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყურება ახალი მატარებლის ფანჯრიდან, მოსკოვის ცენტრალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაშვების ცერემონიაში მონაწილოებისას. მოსკოვში. 2019 წლის 21 ნოემბერი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყურება ახალი მატარებლის ფანჯრიდან, მოსკოვის ცენტრალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაშვების ცერემონიაში მონაწილოებისას. მოსკოვში. 2019 წლის 21 ნოემბერი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითმფრინავის ნაცვლად, სულ უფრო ხშირად მატარებლით მოგზაურობს. რისთვისაც ის დაჯავშნილ სპეცშემადგენლობას იყენებს, - ირწმუნება საგამოძიებო ცენტრი „დოისე“.

როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, სპეცმატარებელი 2015 წელს გამოუშვეს. თუმცა, მისით პუტინი, რეგულარულად, 2021 წლიდან სარგებლობს - როცა რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის სამზადისი დაიწყო. „დოსიე“ პუტინის ნაცნობს ეყრდნობა, რომლის ვინაობაც საიდუმლოა. წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ადამიანია.

„მატარებელი შეიძლება მოულოდნელად დაიძრას, წინასწარი შეტყობინების გარეშე. ომის დაწყების შემდეგ, თებერვალ-მარტში პუტინი აქტიურად სარგებლობდა მატარებლით, განსაკუთრებით ვალდაის რეზიდენციამდე მისასვლელად“,- ციტირებს „დოსიე“ წყაროს.

ირწმუნებიან, რომ შემადგებლობა საიდუმლო მიზნებისთვის გამოიყენება, ვინადან პრეიზდენტის თვითმფრინავის მარშრუტის დადგენა ონლაინ სერვისების მეშვეობითაა შესაძლებელი. რაც შეუძლებელია მატარებლების შემთხვევაში.

არასოდეს გამოქვეყნებულა მატარებლის ფოტო, ისევე როგორც თავად პუტინისა ამ მატარებლით მგზავრობისას. რუსეთის სახელმწიფო მეთაურის მატარებელს, თითქმის არაფერი განასხვავებს რუსეთი რკინიგზის სხვა ვაგონებისგან, მიუხედავად იმისა, რომ რიგი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს.

„დოსიე“ აქვეყნებს მატარებლის შემადგებლობის ფოტოს, რომლითაც სავარაუდოდ, სარგებლობს რუსეთის პრეზიდენტი. ვაგონებზე გამოსახულია კომპანია „გრანდ სერვის ექსპრესის“ ემბლება. როგორც იწმუნებიან, კომპანია პუტინის მეგობართან იური კოვალჩუკთანაა დაკავშირებული.

მატარებლის საპრეზიდენტო ვაგონი დაჯავშნილია და მისი განრიგი „პუტინზეა მორგებული, რათა შემადგენლობამ მაქსიმალური სიჩქარე განავითაროს გაჩერებების გარეშე“. მატარებლის შემადგენლობაშია პრეზიდენტის მოსასვენებელი და სათათბირო ვაგონები, ასევე ვაგონები თანმხლებთათვის და სპეცკავშირისთვის, - ნათქვამია გამოძიებაში.

ჩვეულებრივი ვაგონებისგან სპეცშემადგენლობის გარჩევა შესაძლებელია სპეცკავშირის ანტენებით. გამოძიების თანახმად, შემადგენლობას ერთდროულად სამი ლოკომოტივი მართავს.

ჩინეთსა და რუსეთში მოგზაურობისას სპეციალური დაჯავშნილი ვაგონები გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.

XS
SM
MD
LG