Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მომხდარი აფეთქების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო


ბათუმი. 13 თებერვალი. აფეთქება ზღვაში.
ბათუმი. 13 თებერვალი. აფეთქება ზღვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 თებერვალს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარი აფეთქების შესახებ.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

13 თებერვალს, 18:05 საათზე ბათუმში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მალევე „ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ფეთქდება წყალში მოტივტივე საგანი, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავს.

დაზარალებული არავინაა.

უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ნაღმების აფეთქებების შესახებ. მაგალითად, იანვარში, ბულგარეთის საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ მყვინთავებმა გაანადგურეს საზღვაო ნაღმი, რომელიც მდებარეობდა ქვეყნის სანაპიროზე. თურქეთის საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს, რომ აგრძელებენ ბრძოლას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG