Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკს ეწვია


პეტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პეტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო 13 თებერვალს გახდა ევროკავშირის პირველი მაღალჩინოსანი, რომელიც ბელარუსს ეწვია მას შემდეგ, რაც ბელარუსის მმართველმა რეჟიმმა 2020 წელს ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართა.

ოფიციალური განცხადებების თანახმად, სიიარტოს ვიზიტი მიზნად ისახავდა საკომუნიკაციო არხების გახსნილად დატოვებას. სიიარტომ შეხვედრა გამართა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სიარჰეი ალეინიკთან.

რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური ესაუბრა რამდენიმე ანალიტიკოსს, რომელთა აზრითაც ეს ვიზიტი მხარდაჭერის დემონსტრაციიაა ბელარუსის ხელისუფლებისთვის, და, ირიბად, რუსეთის ხელისუფლებისთვისაც.

საერთაშორისო ურთიერთობების ფინეთის ინსტიტუტის მკვლევარი, რიჰორ ნიჟნიკოვი ამბობს, რომ სიიარტო ამ ვიზიტისას არ წარმოადგენს ევროკავშირს. "ეს ვიზიტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის პოლიტიკასთან, როგორც ბელარუსთან მიმართებით, ისე რუსეთთან და რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით" - უთხრა ნიჟნიკოვმა რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG