Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩავიდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი

კიევში იმყოფება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი. ის ისრაელის მთავრობის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ელი კოენმა ტვიტერზე დაწერა, რომ დღეს კიევს ეწვია იმის სათქმელად, რომ ამ რთულ დროს ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.

ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი უკრაინას ძირითადად, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისრაელს არაერთხელ მიმართა შეიარაღებით დახმარების თხოვნით.

XS
SM
MD
LG