Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-მა 210 მილიონი დოლარი გადაუხადა


ფოტოილუსტაცია
ფოტოილუსტაცია

Credit Suisse Group AG აცხადებს, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავის ფარგლებში 210 მლნ დოლარი გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოსადმი შვეიცარული ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების მიხედვით, ჯამურად ეს თანხა გადაურიცხეს მოსარჩელეს სასამართლო პროცესის განმავლობაში.

გასული წლის მარტში გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკს Credit Suisse-ს სასამართლო დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო (Bloomberg-ი 607 მლნ-ს დოლარს ასახელებს) გადაწყტილება მაშინ ბერმუდის სასამართლომ მიიღო. ახლა მხარეები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოელიან.

Bloomberg-ის თანახამად ბანკისგან მიღებულ პასუხში დასახელებული არაა სინგაპურში მიმდინარე თაღლითობის საქმეზე სასამართლოს განხილვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადები.

სააგენტოს თანახმად, ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, თუ რა უჯდება Credit Suisse-ს სექტემბერში დაწყებული სასამართლო დავები.

  • გასული წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1,27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.
  • ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ დანაკარგებისგან მის დასაცავად, რაც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დაობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლეკონდონის მოქმედებების გამო დაკარგა. თაღლითობისთვისთვის გასამართლებულმა ლეკონდონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
  • Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.
  • ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
  • ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
  • მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომელთა მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
  • Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შემოჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა რუსული წარმოშობისა ყოფილიყო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG