საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გაცხადებით, ჩანს „ტაბუს დადებისა“ და „ცენზურის“ დაწესების მცდელობა „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაზე. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, "საკვირველია ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე მიმდინარე საუბარზე ტაბუს დადების მცდელობა“
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მგავსი პრატიქტიკა არსებობს მრავალ ქვეყანაში, განსხვავებული შეიძლება იყოს ფორმა. შესაბამისად შალვა პაპუშვილის თქმით, რეგულაციების ნაწილი უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ მთავარია „საქართველო მოქალაქეებმა იცოდნენ ის ხალხი ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტრების მირების პროცესში რა ინტერესით მოქმედებენ“ და ეს ინტერესები არ გულისმობს „ბოროტ განზრახვებს. "პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისად, „ანტიდემოკრატულია საკითხებზე ტაბუს დადება“.
„გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ცუდად იქნეს გამოყენებული. ეს არ არის რეგულაციის პრობლემა, ეს არის სისტემების პრობლემა. როდესაც ადარებენ საქართველოს რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არ არის საუბარი. საქართველოსთან შედარება ასბოლუტურად მიღებელია. ამ ლოგიკით თუ მივყვებით, უნდა შევხედოთ რუსეთში რა კანონებია და ასეთი სახის კანონები არ უნდა გვქონდეს საერთოდ არაფერზე. ნებისმიერი კანონი ცუდმა რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს ცუდად, ამაზე არის საუბარი, თუკი ის ცუდად არის ფორმულირებული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კანონპროტის მხარდაჭერას, მისი თქმით უმრავლესობის ფორმატში იქნება მსჯელობა, ვინაიდან ჯერჯერობით კანოპროექტის სრულყოფილად არ იცნობენ და თავად ავტორებსაც სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ იმაზე თუ როგორ უნდა იყოს სისტემა მოწყობილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტი ორშაბათს, 20 თებერვალს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო.
- აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს ინიცირებულ კანონპროექტს და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონების მსგავსია.
- საქართველოში სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროეტის მიღება, შესაძლოა "დააყოვნოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი".
- სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კანონოპროექტი ეწინააღმდეგება ადამიათა უფლებათა საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის"მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციისას აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.