Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში აცხადებენ, რომ ელოდებიან ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს და იმედია, რომ „სიურპრიზი გამოვა“ 


საილუსტრაციო ფოტო. კიევი ომის დაწყების შემდეგ
საილუსტრაციო ფოტო. კიევი ომის დაწყების შემდეგ

დღეს დილიდან, კიევის ცენტრში გადაკეტეს ქუჩები, მათ შორის აშშ-ის საელჩოსა და რკინიგზის მთავარ სადგურთან. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან. დღესვე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შეხვედროდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოსალოდნელია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის ვიზიტი. როგორც მინისტრის მოადგილემ, ანდრი მელნიკმა განაცხადა, „ინტრიგას შეინარჩუნებენ“ და იმედი აქვთ, რომ „სიურპრიზი გამოვა“.

  • უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინის მეზობელ პოლონეთში. თეთრ სახლს ვიზიტის დროდ დასახელებული აქვს 20-22 თებერვალი.
  • უახლოეს ხანში კიევში ჩასვლას გეგმავს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი.
  • უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი 24 თებერვალს სრულდება.

XS
SM
MD
LG