Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, უმასპინძლებს G7-ის ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც ზელენსკისაც მიიწვევენ


ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი
ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით და ომის დაწყების წლისთავის აღნიშვნის მიზნით უმასპინძლებს დიდი შვიდეულის (G7) ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება მიწვეული.

კიშიდა ამ განცხადებებით გამოვიდა ტოკიოში, იაპონიის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმზე. მისი თქმით, უკრაინას კვლავ მძიმე ზიანი ადგება რუსეთის შეჭრისგან, და უკრაინელ ხალხს დახმარება ესაჭიროება საიმისოდ, რომ დაიბრუნონ ყოველდღიური ცხოვრება და ინფრასტრუქტურა, რომელიც მძიმედ დააზიანა რუსეთის შეტევებმა.

XS
SM
MD
LG