Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას იმედი აქვს, რომ IMF-ისგან მიიღებს 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და IMF-ის დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, კიევი, 20 თებერვალი, 2023
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და IMF-ის დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, კიევი, 20 თებერვალი, 2023

უკრაინას იმედი აქვს, რომ მიიღებს სულ მცირე 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, რომელიც რამდენიმე წელიწადზე იქნება გაწერილი - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა 20 თებერვალს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთან შეხვედრის შემდეგ.

IMF-ის დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის კიევში შეხვედრა გაიმართა სამ დღეში მას შემდეგ, რაც IMF-მა გამოაცხადა, რომ უკრაინასთან მიაღწია შეთანხმების იმ ეტაპს, რომელიც შესაძლებელს ხდის მოლაპარაკების დაწყებას სრული სესხის პროგრამაზე.

შმიჰალის თქმით, პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შემდგარი - დაუყოვნებელი ფინანსური დახმარებისგან და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისგან, რაც იქნება საფუძველი კონფლიქტის შემდგომი აღდგენითი ძალისხმევისა.

XS
SM
MD
LG