გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ გერმანელმა ექსპერტებმა კანონებში ვერ მიაგნეს საფუძველს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოსაცხადებლად.
"ამ ეტაპისთვის ევროკავშირში არ გვაქვს კანონიერი საფუძველი რევოლუციის გუშაგთა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოსაცხადებლად" - უთხრა ბერბოკმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირს ევროპის პარლამენტი და სხვა უწყებები მოუწოდებენ IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, და მიუთითებენ იმ როლზე, რომელსაც გუშაგთა კორპუსი ასრულებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში.
დაწერეთ კომენტარი