აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ხუთ საათზე მეტი დრო დაჰყო უკრაინის დედაქალაქში, ვიზიტით, რომელმაც ხაზი გაუსვა კიევის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერას უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინ.
ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 20 თებერვალს შეხვდა და გამოვიდა 500 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღით დახმარების ახალი პაკეტის დაპირებით. ბაიდენის ვიზიტის ფონია დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ფრონტი წარმოაჩინონ, იმ ფონზე, როცა არსებობს მოლოდინი რუსეთის მხრიდან შეტევების განახლების თაობაზე.
"ერთი წლის შემდეგ, კიევი კვლავაც ფეხზე დგას" - თქვა ბაიდენმა პოდიუმიდან, რომელიც აშშ-ის და უკრაინის დროშებით იყო მორთული. "უკრაინა დგას. დემოკრატია დგას. ამერიკელები თქვენთან დგანან, და მსოფლიო დგას თქვენთან" - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.