Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი კიევში ჩავიდა


იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი კიევში ჩავიდა. ის მოინახულებს ბუჩასა და ირპენს, ამის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას.

„ცნობისმოყვარე ვარ, მინდა გავიგო, რა სჭირდება უკრაინელ ხალხს,“ განაცხადა მელონიმ კიევში ჩასვლის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს, მელონიმ არაერთხელ გამოხატა უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის იარაღის მიწოდებით. გასულ კვირაში მან გამოაცხადა, რომ უკრაინას მალე მიეწოდება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.

მიუხედავად ამისა, მელონის ვიზიტს ჩრდილი მიაყენა განცხადებებმა, რომლებიც ახლახან გააკეთა მისი მმართველი კოალიციის ზოგიერთმა წევრმა, მაგალითად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გულთბილი დამოკიდებულებით.

გასულ კვირაში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა „შეწყვიტოს დონბასის ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე თავდასხმა“. ბერლუსკონი სათავეში უდგას პარტიას „წინ, იტალია“, რომლის წარმომადგენლები მელონის მთავრობაში შედიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG