Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი ევროპული პრაქტიკით ხსნის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე გადასვლას


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში.

პარტიის „საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის შეკითხვას, უპასუხა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. დეპუტატი დაინტერესდა, ყოველთვიურის ნაცვლად, შსს რატომ გადავიდა დანაშაულის და საზღვრის კვეთის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე. გომელაურმა დანაშაულის სტატისტიკაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ შსს-მ გადაწყვეტილება ევროპული პრაქტიკის შესწავლის შემდეგ მიიღო.

„სტატისტიკას ელექტრონული პროგრამა ითვლის, რომლის საფუძველზეც დანაშაულის სტატისტიკის წარმოება და გენერირება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას. არ არსებობს, რომ რაღაც ციფრი შეცვალონ, 2012 წლამდეც... არ შეიძლება, მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას ვერ დამალავ. არ არსებობს მაგის შანსი, პროკურატურა და სხვადასხვა სამსახურები უყურებენ.

დანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ კომპლექსურია და იგი მოიცავს დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების პროცესიდან, ბრალის წარდგენამდე, გამოძიების შეწყვეტამდე, სრულ ციკლს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდში არ არის საკმარისი სტატისტიკური სურათის შესაქმნელად. თვე, რომ გავა, ორ-სამ თვეში საქმე იხსნება, თუმცა ის ერთი თვის სტატისტიკა დევს. გაუხსნელი დევს [მონაცემები] მთელი წლის განმავლობაში, რაც არასწორი სტატისტიკაა.

შსს-მ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და შემუშავდა მონაცემების გამოქვეყნების ახალი ვადები. ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველკვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. ჩვენც მომავალში ასე გავაკეთებთ. ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი ყოველწლიურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. სამი-ოთხი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვიურად დებს სტატისტიკას", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

XS
SM
MD
LG