Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში განმარტეს, რატომ არ ესწრებოდა პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას გენერალი ზალუჟნი


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტოკოლით ახსნეს ის ფაქტი, რომ კიევში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაში არ მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრი მელნიკმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ ამერიკულ დელეგაციაში არ იყო შეერთებული შტატების არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი და შესაბამისად, უკრაინის დელეგაციაში არ იყო გენერალი ვალერი ზალუჟნი.

როგორც მელნიკმა თქვა, „ეს დიპლომატიის და პროტოკოლის კლასიკაა“ და არანაირი „ქვედა დინებები“ არ არსებობს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, 20 თებერვალს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა სრული მხარდაჭერა.

უკრაინულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ იმ ფაქტს, რომ დელეგაციაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა, არ იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ზალუჟნი. როგორც "უკრაინსკა პრავდა" წერს, თავად ვალერი ზალუჟნის კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG