Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ის რუსული კანონის ანალოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონთან კავშირი არ აქვს.

დეგნანის თქმით, ეს კანონპროექტი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან საქართველოში მოქმედ დონორებს ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა აქვთ. USAID ყოველ სამ თვეში ერთხელ დეტალურ ანგარიშს წარუდგეს პარლამენტს, შემდეგ კი საგადასახადო სამსახურს. შესაბამისად, ელჩი გამჭვირვალობის კუთხით პრობლემას ვერ ხედავს.

"რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, ამერიკაში მოქმედი კანონი ლობისტებს და იურიდიულ ფირმებს ეხება, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენენ აშშ-ში. შესაბამისად, ეს არ არის ამერიკული კანონი. რუსული კანონია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავრდოულად ხელი შეუშალოს ქართველებს საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ", - განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს იურიდიული დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს, რასაც ისინი წლებია ახორციელებენ.

"მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს, რომლებიც შშმ პირებს ეხმარებიან სხვადასხვა საკითხში. ხელს შეუშლის ასევე სამედიცინო კვლევებს, რომლებიც დონორების დახმარებით ხორციელება. ხელს შეუშლის ტურიზმის, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე მუშაობენ. სია ნამდვილად ძალიან გრძელია. საუბარია იმაზე, საჭიროა კი ეს კანონმდებლობა, როცა ისედაც გამჭვირვალეა, ნათელია და არსებობს ძალიან დიდი ნდობა და კომუნიკაცია დონორ საზოგადოებასა და საქართველოს შორის", - განაცხადა დეგნანმა.

მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დარეგისტრირებიდან მალევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ "ხალხის ძალის" ინიციატივას.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

XS
SM
MD
LG