Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ბირთვული სახელმწიფო კუთხეში არ უნდა მოვამწყვდიოთ - ვიქტორ ორბანი


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს.

"რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რადგან მთელი დასავლური სამყარო უკრაინას უწერს მხარს. ამავე დროს, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და ბირთვული სახელმწიფოს კუთხეში მომწყვდევა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც უფრო მალე მით უკეთესი", - ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ვიქტორ ორბანს რეგულარულად ადანაშაულებენ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის კონტექსტში გამოხატული პრორუსული პოზიციისთვის. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ინტერესებს უნგრეთის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს.

იანვრის ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს უკრაინის აღშფოთება მოჰყვა. რუსეთის შეჭრის თაობაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ მისცემს თავს ამ ომის წაგების უფლებას, რადგან 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობასო.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ვერ მისცემს ნატოს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას, და ამიტომ უკრაინის „უმართავ ნანგრევებად“ ქცევას ისახავს მიზნად.

ამავე დროს, ბუდაპეშტმა უკრაინული მხარისთვის შეღავათიანი სესხის სახით 187 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

XS
SM
MD
LG