Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან - ჰერჩინსკი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.

"ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით "საქართველოს სტრატეგიისა დს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" მიერ გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ.

მან ასევე თქვა, რომ მიმდინარე წელი ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან ამ წლის დეკემბერში გადაწყდება საქართველოს მიენიჭება თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანა წინ წავა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამისთვის შარშან საქართველოსთვის 12 პრიორიტეტი დაწესდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავხედავთ პრაქტიკაში განხორციელებულ 12 პრიორიტეტს. ბოლო ინიციატივა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირის სულ მცირე 12 პრიორიტეტთან", - განაცხადა ელჩმა.

მმართველი პარტიის "ქართულმა ოცნების" წარმომადგენლებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დარეგისტრირებიდან მალევე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ "ხალხის ძალის" ინიციატივას.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

XS
SM
MD
LG