Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კვლავ იმეორებს, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა სურს. „ასეა წერია ქაღალდზე“


 ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია "როსია-1" - თან ინტერვიუში დასავლეთი კვლავ დაადანაშაულს რუსეთის დაშლის მცდელობაში.

ინტერვიუში, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე, მან 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მისცა, პუტინმა განცახადა, რომ დასავლეთს "ერთი მიზანი აქვს – ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის – რუსეთის დაშლა. „და შემდეგ იქნებ მათ მიგვიღონ ე.წ. ცივილიზებული ერების ოჯახში, მაგრამ მხოლოდ ცალკე, [ქვეყნის] თითოეული ნაწილი ცალკე", - განაცხადა პუტინმა.

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაში რუსი ხალხი შეწყვეტს არსებობას "იმ ფორმით, რომელშიც ის დღეს არსებობენ. იქნებიან რომელიღაც მოსკოვიტები, ურალელები და ასე შემდეგ", - განაცხადა პუტინმა და ასევე აღნიშნა, რომ ასეთი გეგმები რეალურად არის გაწერილი." ეს ყველაფერი დაწერილია, ეს ყველაფერი ქაღალდი ფურცელზე წერია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე ნატო უკრაინის ომში მონაწილეობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ამ ქვეყანას იარაღს აწვდიან.

21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვის დიდი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის კრიტიკას დაუთმო.

ამ კონტექსტში პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შეეცდებიან რუსეთის გახლეჩას, რაშიც დასავლეთის ქვეყნების ფსონს „ნაციონალ-მოღალატეებზე“ გააკეთებენ.რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ვინ ამ გზას დაადგა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პუტინი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ „სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს აწარმოებს“ .

  • 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
  • უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
  • აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ახლა უკვე ტანკებსაც.
  • კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG