Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას


მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი, რომელიც ლიტერატურაზე მომუშავე მთავარი სახელმწიფო დაწესებულებაა, პარლამენტში "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებას განცხადებით ეხმაურება. განცხადება ემთხვევა მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნას, რომლის მიზანიც საბჭოთა ტერორის მიერ განადგურებული ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფაა.

„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება.

ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს.

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, სწორედ აშშ-ს საელჩოს გრანტითაა შექმნილი", - წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. მწერალთა სახლი მიიჩნევს, რომ კანონი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს.

საქართველოს პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კანონპროექტების განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. კომიტეტების სხდომის პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება.

XS
SM
MD
LG