Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს


ქალაქი ბახმუტი. 2023 წლის 27 თებერვალი
ქალაქი ბახმუტი. 2023 წლის 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა, მათ შორის დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონოს ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 88 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით მოიგერიეს 85-ზე მეტი შეტევა.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი. გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი მი-24 და 7 უპილოტო საფრენი აპარატი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

XS
SM
MD
LG