Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-ზე მეტი NGO შსს-ს მიმართავს, "შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა"


პარლამენტთან მობილიზებული სამართალდამცავები
პარლამენტთან მობილიზებული სამართალდამცავები

ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, "შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა". ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ დრომდეც არაერთხელ მომხდარა დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით.

"წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება...

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ:

  • "ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა";
  • "დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები";
  • "დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • უფლებები საქართველო
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - WISG
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG