Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Su-34


Su-34
Su-34

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ენაკიევოს თავზე 3 მარტს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მფრინავებმა მოასწრეს კატაპულტირება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი ვიდეოფირზე მოხვდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბომბდამშენი-გამანადგურებელი Su-34 ჩამოაგდეს ნიკოპოლის საზენიტო-სარაკეტო პოლკის მეზენიტეებმა

ენაკიევო რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა და საკმაოდ შორს არის ფრონტის ხაზიდან. რუსეთის მიერ დანიშნულმა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან ხრამენკოვმა მოსახლეობას სთხოვა, არ გავიდნენ ქუჩებში და შეძლებისდაგვარად მიაშურონ თავშესაფრებს.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა. თუმცა, რომან ხრამენკოვის თქმით, ორივე მფრინავი ცოცხალია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ავიაციამ უკრაინის საჰაერო ძალების Su-24 ჩამოაგდო დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის რაიონში. პოკროვსკი და ენაკიევო დაახლოებით 100 კილომეტრით არის ერთმანეთისგან დაშორებული.

XS
SM
MD
LG