Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ადამიანამდე გაიზარდა ზაპოროჟიეში სახლზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


რუსეთის სარაკეტო იერიშით დანგრეული შენობა, უკრაინა, ზაპოროჟიე, 2 მარტი, 2023
რუსეთის სარაკეტო იერიშით დანგრეული შენობა, უკრაინა, ზაპოროჟიე, 2 მარტი, 2023

11 ადამიანამდე გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთის ქალაქ ზაპოროჟიეზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მიმდინარე კვირაში მიტანილი სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რიცხვი, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის საგანგებო ვითარებების სამსახური.

უკრაინის მხარე იუწყება, რომ 2 მარტის თავდასხმის შემდეგ ადგილიდან გაიტანა 300 ტონაზე მეტის მოცულობის ნანგრევები. გადარჩენილია სულ მცირე 11 ადამიანი.

XS
SM
MD
LG