Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ აგრძელებს ბახმუტის დაცვას


უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის რეგიონში. 6 მარტი, 2023 წელი
უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის რეგიონში. 6 მარტი, 2023 წელი

უკრაინა აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტისთვის, რომელიც უკვე ერთი თვეა, რუსეთის შეტევების სამიზნეა. ბრძოლას ორივე მხარისთვის დიდი დანაკარგები მოაქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტს დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში შექმნილი ვითარება განიხილა შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ვალერი ზალუჟნისთან და უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელთან, ოლექსანდრ სირსკისთან. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე "მხარი დაუჭირეს თავდაცვითი ოპერაციის გაგრძელებას და ბახმუტში პოზიციების კვლავ გაძლიერებას".

ზელენსკიმ ბოლო დღეებში აღიარა, რომ დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა "მტკივნეულია და რთული". უკრაინის გენერალური შტაბი თავის რეგულარულ ანგარიშში 6 მარტს აცხადებს, რომ რუსეთი კონცენტრირებულია შეტევებზე ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანის და შახტარის მიმართულებებით დონეცკში, ისევე როგორც ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში.

XS
SM
MD
LG