ესტონეთში გამართულ საყოველთაო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ. კალასი ევროპაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია.
კალასის პარტიის ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა მეტოქემ დაკარგა ხმები კენჭისყრაში, რომლის მთავარი თემებიც იყო ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკა.
წინასწარი შედეგებით, რეფორმების პარტიამ - რომელიც წამყვანი ძალა იყო ესტონეთის სამპარტიულ, კოალიციურ ხელისუფლებაში - მოიპოვა ხმათა 31,2 პროცენტი, რაც 5 მარტს გამართული არჩევნების ყველაზე დიდი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ პარტიას ესტონეთის 101 ადგილიან პარლამენტში 37 მანდატი ექნება - სამი მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წლის არჩევნების შემდეგ.