Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანი გიორგი ასანიძე: "მონას რათ უნდა კრული სიცოცხლე?"


მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და წერს, რომ დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთად ყოფნა, როგორც არასდროს. სპორტსმენის სტატუსსს თან ახლავს საქართველოსა და ევროკავშირის დროშების "ემოჯიები."

"ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე

ვეცადე ესე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი

დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა

როგორც არასდროს

მე ვარ ქართველი

მაშასადამე ვარ ევროპელი

დიდება საქართვრლოს

დიდება გმირებს

მონას რათ უნდა კრული სიცოცხლე ?

ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი ?

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს

თავისუფლების ძებნაში მკვდარი!" - ასეთია სპორტსმენის სტატუსი.

პარლამენტში ამ წუთებში დაჩქარებული წესით განიხილება "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი აქციას მართავს ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG