Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თვალებს ვერ ვახელ" - ათობით დემონსტრანტია დაშავებული პარლამენტთან აქციის დაშლისას


პარლამენტთან აქციაზე დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე. 2023 წლის 7 მარტი
პარლამენტთან აქციაზე დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე. 2023 წლის 7 მარტი

პარლამენტთან აქციის დაშლის მცდელობისას, საღამოს 11 საათისთვის, სავარაუდოდ, ათობით მოქალაქე დაშავდა. როგორც ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იუწყებიან, აქციის მონაწილეებს ეწვით თვალები და ახველებენ.

"თვალები იმდენად მეწვის, ვერც კი ვახელ, ვერაფერს ვხედავ", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან 16 წლის ბაქარ აბულაძე. იმავეს აღნიშნავენ სხვა დაზარალებულებიც.

პარლამენტთან აქციაზე დაზარალებული ბაქარ აბულაძე
პარლამენტთან აქციაზე დაზარალებული ბაქარ აბულაძე

გადაუდებელი დახმარების ექიმმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უთხრა, რომ არ წყდება იმ ადამიანების ნაკადი, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. სასწრაფო დახმარების 4 მანქანა ამ დროისთვის პირველ სკოლასთან დგას. 112-ის ექიმები დაზარალებულებს ძირითადად თვალებს ურეცხავენ.

აქციაზე ერთ-ერთ დაზარებულს მოქალაქეები ეხმარებიან
აქციაზე ერთ-ერთ დაზარებულს მოქალაქეები ეხმარებიან

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ დაშავებულების რაოდენობის და დაზიანებების ხარისხის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება. დაზარალებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG