Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი მოჭადრაკეები: „ამ კანონის მიღებით საქართველო ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში“


საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრები ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ უკიდურესად შეშფოთებული არიან საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო.

მათი განცხადებით, ამ კანონის მიღებით საქართველო ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას.

„სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!" - აცხადებენ მოჭადრაკე ქალები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა ათობით ადამიანი. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

პარლამენტის შენობასთან ხალხმა შეკრება 7 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სხდომაზე დაიწყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG