Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი: "აგენტების შესახებ კანონის" მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე


ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი:

„ეს მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის, - წერს ბორელი, - კანონი თავისი ამჟამინდელი ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ის დამაშინებელ ზემოქმედებას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, რომლებიც ამ ორგანიზაციების მუშაობიდან იღებენ სარგებელს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ის ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროპის კავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის სფეროში და გაიხსენოს ხალხის უფლება მშვიდობიან დემონსტრაციაზე“, - ნათქვამია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG