უკრაინის არმიის 8 მარტის განცხადებით, მისი ძალები კვლავ აკონტროლებენ ბახმუტს, პარალელურად, ევროკავშირი ამზადებს გეგმას, რომლითაც უკრაინას ტყვია-წამალს მიაწოდებს.
რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი კი 8 მარტს ამბობს, რომ მისმა ძალებმა - რომლებიც ბახმუტზე შეტევის ავანგარდში არიან - დაიკავეს ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილი. პრიგოჟინის განცხადების დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.
უკრაინის მცველებმა ბოლო 24 საათში მოიგერიეს მტრის 100-ზე მეტი შეტევა - აღნიშნავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ბახმუტი და მისი მიმდებარე არეალები ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმების მთავარ ფოკუსს წარმოადგენს.
სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ემზადებიან იმ გეგმის განსახილველად, რომლის თანახმადაც უკრაინას მიაწოდებენ 1 მილიარდი ევროს ოდენობის ტყვია-წამალს.
7 მარტს, გვიან, უკრაინაში ჩავიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც 8 მარტს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას.
დაწერეთ კომენტარი