Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს


თბილისი. საპოლიციო ძალებმა სრულად დაშალეს საპროტესტო აქცია.
თბილისი. საპოლიციო ძალებმა სრულად დაშალეს საპროტესტო აქცია.

რამდენიმესაათიანი დევნის შემდეგ საპოლიციო ძალები სრულად აკონტროლებენ რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩას. მათ მასობრივად დააკავეს აქციის მონაწილეები. პოლიციელები დემონსტრანტებს სადარბაზოებამდე მისდევდნენ და აკავებდნენ. დევნის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არაერთხელ დაბრუნდნენ და დემონსტრაციის განახლება სცადეს.

პოლიციამ ფილარმონიის შენობამდე აქციის მონაწილეების მიერ გზადაგზა სახელდახელოდ მოწყობილი არაერთი ბარიკადა გაარღვია. პოლიციელები აგრესიულად ეპყრობოდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს, 9 მარტს, 11:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები გამართავენ საგანგებო ბრიფინგს და წარმოადგენენ საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის 3-პუნქტიან გეგმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG