Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მასირებულ სარაკეტო შეტევას


რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილი ლვოვის ოლქში. 2023 წლის 9 მარტი
რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილი ლვოვის ოლქში. 2023 წლის 9 მარტი

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გასულ ღამით და დღეს დილით განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ლვოვის ოლქში და 1 - დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, ზოლოჩევსკის რაიონში დაღუპული ხუთივე მშვიდობიანი მოქალაქე სარაკეტო დარტყმის დროს საკუთარ სახლში იმყოფებოდა. რაკეტის აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა გაანადგურა სამი სახლი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის დასახლებულ პუნქტებს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. დაიჭრა კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დანგრეული ან დაზიანებულია ენერგოობიექტები და რამდენიმე საწარმო. სარაკეტო დარტყმები იყო ოდესის და ხარკოვის ოლქების ენერგოობიექტებზეც.

სარაკეტო დარტყმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქ კიევის გოლოსევსკის და სვიატოშინსკის რაიონებზეც. კიევის პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. განადგურებულია 5 ავტომობილი და დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

უკრაინის კერძო ენერგოკომპანიის(ДТЕК) ინფორმაციით, რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია მისი სამი თბოელექტროსადგური.

XS
SM
MD
LG