Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეს პატიმრობა მიუსაჯეს


დაღესტანში გამართული ერთკაციანი პიკეტი
დაღესტანში გამართული ერთკაციანი პიკეტი

მახაჩყალას რაიონულმა სასამართლომ მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე, ადამ ჰაჯიევს, სასჯელაღსრულების კოლონიაში წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.

ჰაჯიევი დამნაშავედ ცნეს ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ არა საშიში ძალადობის გამოყენების მუხლით. ბრალდებულის დაცვის მხარე, როგორც გამოცემა განმარტავს, განაჩენის გასაჩივრებას ცდილობს. ამ დროისთვის საქმის დეტალები უცნობია.

გასული წლის ოქტომბერში ადამ ჰაჯიევი, ჟურნალისტ ვლადიმერ სევრინოვსკისთან და მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეებთან ერთად, გაასამართლეს "წვრილმანი ხულიგნობისთვის" (რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული კოდექსის 20.1 მუხლი). გამომძიებლების თქმით, ისინი "სულ მცირე 50-80 კაციან ჯგუფში იყვნენ" და საფრთხეს უქმნიდნენ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას." ორივე ხუთ-ხუთი დღით დააპატიმრეს და შემდგომ გაუშვეს.

2022 წლის 25 და 26 სექტემბერს მახაჩყალაში გაიმართა საპროტესტო აქციები ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი" მობილიზაციის წინააღმდეგ. 25 სექტემბერს დაღესტნის დედაქალაქში 120-მდე ადამიანი დააკავეს. რვა მათგანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მეორე დღეს პოლიციის განყოფილებებში 110-მდე ადამიანი გადაიყვანეს, მათგან მინიმუმ 28 არასრულწლოვანია. აქციის დასაშლელად, უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ელექტროშოკი, ხელკეტები და წიწაკის სპრეი.

XS
SM
MD
LG