Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ორდღიან ვიზიტად ირანში ჩავიდა


ალიაქსანდრ ლუკაშენკა თეირანის აეროპორტში ჩასვლისას. 12 მატრი. 2023 წელი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა თეირანის აეროპორტში ჩასვლისას. 12 მატრი. 2023 წელი

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტად ჩავიდა ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც თავის ირანელ კოლეგას იბრაჰიმ რაისს შეხვდება თეირანში.

ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკება თეირანში ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას შეეხება - მთავარი აქცენტით ვაჭრობასა და ეკონომიკაზე.

„მხარეები განიხილავენ პროექტებს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში,“ - წერია განცხადებაში, რომელიც BelTA-ს მოჰყავს.

დაგეგმილია ასევე ლუკაშენკას შეხვედრა ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.

ირანსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მიმოქცევა 2022 წელს გაორმაგდა. ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების სამიზნეა და ორივეს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ რუსეთთან.

XS
SM
MD
LG