Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიამ "ლაგუნა ვერესთან" 65-სართულიანი ცათამბჯენების პროექტი დაახარვეზა


პროექტის კომპიუტერული რენდერი: მრავალფუნქციური კომპლექსი
პროექტის კომპიუტერული რენდერი: მრავალფუნქციური კომპლექსი

თბილისის მერიამ, კერძოდ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, "ლაგუნა ვერესთან" 65-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობის წარდგენილი პროექტი დაახარვეზა. უწყებაში ამბობენ, რომ კომპანია განაშენიანების რეგულირების ახალ გეგმას ამზადებს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა.

"ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალის მოწესრიგების და განვითარებით მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხშირად ხდება მერიის მხრიდან ხარვეზის დადგენა, შემსრულებლის მიერ მისი გამოსწორება და ხელახლა წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაშიც კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა თბილისში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო კვანძთან, გმირთა მოედანთან იგეგმებოდა. უკვე დახარვეზებული პროექტის მიხედვით, უნდა მოეწყოთ მიწისზედა და მიწისქვეშა ორსართულიანი სავაჭრო სივრცეები, საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე-ადმინისტრაციული, კვების, საყოფაცხოვრებო და სარეკრეაციო ზონები. ტერიტორიაზე 1000 ავტომანქანაზე გათვლილი სადგომის მშენებლობაც იგეგმებოდა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ბაზაში 2022 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა. იგი ფონდ “ქართუს” საკუთრებაში არსებულმა კომპანია შპს “კოსტავა 69-მ" შპს "ჰაუსარტ ლუქსს"დაუკვეთა. “კოსტავა 69-ის" დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG