Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იარაღის მესამე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა გახდა -SIPRI


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინისთვის ტანკ Leopard 2-ის პირველი პარტიის გადაცემის ცერემონიაზე
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინისთვის ტანკ Leopard 2-ის პირველი პარტიის გადაცემის ცერემონიაზე

2022 წელს უკრაინა მსოფლიოში იარაღის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია, რაც შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო დახმარების წყალობით.

ამის შესახებ ნათქვამია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაში.

"2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატებისა და მრავალი ევროპული სახელმწიფოს სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინა 2022 წლის განმავლობაში გახდა იარაღის მე-3 უმსხვილესი იმპორტიორი (კატარის და ინდოეთის შემდეგ)", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ აშშ (34%), პოლონეთი (17%) და გერმანია (11%).

XS
SM
MD
LG